მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის ცოდნაში შეამოწმებენ – 15 წლის მოზარდებს AI წიგნიერების სერტიფიკატების მიღება შეეძლებათ
ევროკავშირი მომავალი, 2027-2028 სასწავლო წლიდან 15 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) წიგნიერების სერტიფიკატების შემოღებას გეგმავს.
გასულ დღეებში ევროკავშირმა გამოცხადა, რომ დაიწყო მუშაობა ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების (AI literacy) სერტიფიკატის შექმნაზე, რომელიც სერტიფიკატი გადაეცემათ იმ 15 წლის მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამას.
Euronews-ის ცნობით, ახალი ინიციატივა, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მომზადებას ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისთვის, რათა მათ AI ინსტრუმენტების უსაფრთხო, კრიტიკული გამოყენება ისწავლონ. პროგრამის ელემენტები სკოლებში მე-7 კლასიდანვე (დაახლოებით 13 წლის ასაკიდან) უნდა დაინერგოს, თუმცა საბოლოო დოკუმენტი ყველა მოსწავლეს ავტომატურად არ გადაეცემა, მის მისაღებად მოზარდებმა უნდა გაიარონ სპეციალური სასწავლო მოდულები და წარმატებით ჩააბარონ ტესტირება, რომელიც მათ პრაქტიკულ უნარებს შეამოწმებს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, როქსანა მინზატუს განცხადებით, ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი რეალურად, გადაამოწმონ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, დროულად შეამჩნიონ ციფრული მანიპულაციები, როგორიცაა დეზინფორმაცია ან დიფფეიკები:
„დაეხმარება ახალგაზრდა მოსწავლეებს გაიგონ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, გადაამოწმონ ინფორმაცია, რომელსაც ის აწვდის, შეამჩნიონ მანიპულაცია და იცოდნენ, როდის უნდა გამორთონ მოწყობილობა“
რაც შეეხება გადაწყვევტილების მიზეზს, ინიციატივა ემთხვევა PISA 2025-ის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირში ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი წერა-კითხვასა და მათემატიკაში დაბალ შედეგებს აჩვენებს. რეფორმა პასუხობს დღეს არსებულ რეალობას, რომ სკოლებში ხელოვნური ინტელექტის უბრალოდ აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო და მოსწავლეები მას მაინც აქტიურად იყენებენ.
სიახლის დანერგვამდე ევროკავშირი შექმნის ერთიან საორიენტაციო ჩარჩოს, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში, რამდენიმე შერჩეულ ქვეყანაში გამოიცდება, მოგვიანებით კი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ასევე იხილეთ:
2027 წლიდან საქართველოში, შესაძლოა, ციფრული დიპლომებისა და ატესტატების ანალოგების გაცემა დაიწყოს
-
30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გასაორმაგებლად, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
by ARIS.GE-განათლება
-
„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე
by ARIS.GE-განათლება
-
საუკეთესო შედეგების მაგისტრანტები თბილისის მერიისგან 1000 ლარს მიიღებენ – მონაცემების წარდგენა დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულებაა
by ARIS.GE-განათლება