GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა – The Dental Portfolio Roadmap გაიმართება

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ვროპის უნივერსიტეტში“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა, თემაზე – The Dental Portfolio Roadmap გაიმართება.

უნივერსიტეტის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას არქიტექტურისა და დიზაინის აკადემიური დოქტორი ალი რაშიდი გაუძღვება.

შეხვედაზე სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნობიან, როგორ ასახონ ვიზუალურად სწავლის ხუთწლიანი კლინიკური გამოცდილება პორტფოლიოში.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება კლინიკური ფოტოგრაფიის მნიშვნელობა პროფესიული უნარების განვითარებაში, პაციენტების ნდობის მოპოვებასა და რეზიდენტურისა თუ დასაქმებისთვის საჭირო განაცხადების მომზადებაში.

განსაკუთრებული ყურადღება პროცესის სამართლებრივ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას დაეთმობა.

მონაწილეები გაეცნობიან ხუთწლიანი დოკუმენტირების ეტაპობრივ გეგმას – სწავლის საწყის ეტაპზე შესრულებული პრაქტიკული ნამუშევრებიდან ესთეტიკურ კლინიკურ შემთხვევებამდე.

ასევე, განიხილება პაციენტის თანხმობის მიღების, კონფიდენციალურობის დაცვისა და მონაცემთა იდენტიფიკაციის საკითხები, ზოგადი და კლინიკური ფოტოგრაფიისთვის საჭირო ტექნიკა, ექსტრაორალური და ინტრაორალური ფოტოგრაფიის მეთოდები, პაციენტთან კომუნიკაციის თავისებურებები, სოციალური მედიის სტრატეგია და პროფესიული რეპუტაციის მართვა.

შეხვედრა განკუთვნილია სტომატოლოგიის ყველა კურსის სტუდენტისათვის, რეზიდენტებისა და დამწყები პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური