GE

SANGU-ში მაგისტრანტებისთვის საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი გაიმართება

19 ნოემბერს, 17:00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი – „სამაგისტრო ნაშრომი: კვლევის დაგეგმვიდან საჯარო დაცვამდე“ გაიმართება.

უნივერსიტეტის მიერ 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სემინარის მიზანია მაგისტრანტების გაცნობა უნივერსიტეტში მოქმედ წესებსა და მოთხოვნებთან, რომლებიც სამაგისტრო ნაშრომის მომზადებას, წარდგენასა და საჯარო დაცვას ეხება.

შეხვედრაზე განხილული იქნება:

  • სამაგისტრო ნაშრომის თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დამტკიცების პროცედურები;
  • ნაშრომზე მუშაობის ძირითადი ეტაპები და ვადები;
  • ნაშრომის სავალდებულო სტრუქტურა და გაფორმების მოთხოვნები;
  • აკადემიური წყაროების დამოწმების წესები;
  • კვლევის მიზნის, საკვლევი კითხვების, ჰიპოთეზისა და შესაბამისი კვლევის მეთოდების განსაზღვრა;
  • ნაშრომის რეცენზირების, საჯარო დაცვისა და შეფასების პროცედურები.

სემინარი მაგისტრანტებს დაეხმარება უნივერსიტეტის მოთხოვნების სწორად გააზრებაში, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის ეფექტიანად დაგეგმვასა და წარმატებული საჯარო დაცვისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური