GE

დაფინანსების ახალი სისტემები თავისუფალ უნივერსიტეტში

ფოტო –
3977

უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ცოდნის ფონდის:

თანადაფინანსების სისტემა (სიახლე)
გარდამავალი დაფინანსება
გარდამავალი დაფინანსება არათბილისელთათვის (სიახლე)

თანადაფინანსების სისტემა – შენი სწავლის წლიური გადასახადი მცირდება 3 000 ლარით (სიახლე!)

თავისუფალი უნივერსიტეტის ექვსივე სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ 4 წლის განმავლობაში მიიღონ „ცოდნის ფონდის” თანადაფინანსება, რაც გულისხმობს, ყოველწლიურად სწავლის საფასურის 3 000 ლარით დაფინანსებას.

დარჩენილი თანხა სტუდენტმა უნდა დაფაროს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.

გარდამავალი დაფინანსება: „ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ”

ის ვინც აირჩევს გარდამავალ დაფინანსებას შეეძლებათ ბაკალავრიატზე სწავლის დროს (4 წლის განმავლობაში) არ გადაიხადონ სწავლის საფასური და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსონ მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა ცოდნის ფონდის მეშვეობით.

გარდამავალი დაფინანსების მისაღებად საჭიროა მხოლოდ წერილობითი მიმართვა ცოდნის ფონდისადმი და ხელშეკრულების გაფორმება.

გარდამავალი დაფინანსებით უკვე სარგებლობს 423 სტუდენტი, რომლის ჯამური თანხა 4 500 000 ლარია.

სასწავლო გრანტები ჩვენთან სწავლისთვის: „საუკეთესო – საუკეთესოებს”

თავისუფალი უნივერსიტეტი საუკეთესო აბიტურიენტებს აჯილდოებს სასწავლო გრანტებით.

საგრანტო ფონდი ყოველწლიურად იზრდება. საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს „ცოდნის ფონდი” და „დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი’.

სასწავლო გრანტს მიიღებ, თუ:

წარმატებით ჩააბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, იქნები საუკეთესო აბიტურიენტებს შორის და გახდები ჩვენი სტუდენტი;
გაიმარჯვებ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადებში და გახდები ჩვენი სტუდენტი.

ფიზიკის სკოლის სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა
დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:

ხარ ფიზიკის ან მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების საუკეთესო ათეულში
ხარ ფიზიკის ან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის (MACS) სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა

თანადაფინანსების სისტემის არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტს საშუალება გექნება შენ მიერ პირველ სასწავლო წელს გადასახდელი თანხა გადაიხადო მომდევნო სასწავლო წლებში (სწავლის დასრულებამდე).
დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ:

ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი);
ხარ ფიზიკის ან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე.

გარდამავალი დაფინანსება: „ისწავლე დღეს – ასწავლე ხვალ” არათბილისელთათვის (სიახლე!)

ის ვინც აირჩევს გადამავალ დაფინინსებას და ამასთან:

მოიპოვა 100% სახელმწიფო სასწავლო გრანტი
ცხოვრობს საქართველოს რეგიონში და არ აქვს თბილისში ცხოვრების საშუალება
თანახმაა ჩაერთოს უნივერსიტეტის საქმიანობაში – აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (წელიწადში მხოლოდ 240 საათი).

მოიპოვებს 4 წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე) ცოდნის ფონდის დამატებით 200 ლარიან დაფინანსებას, რომელიც სწავლის პერიოდში სტუდენტის თბილისში ცხოვრებას ფინანსურად შესაძლებელს გახდის და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსებს მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა და თბილისში ცხოვრებას ცოდნის ფონდის მეშვეობით.

გარდამავალი დაფინანსების მისაღებად არათბილისისელთათვის საჭიროა წერილობითი მიმართვა და სამოტივაციო წერილის წარდგენა ცოდნის ფონდისადმი, და თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმება.

სტუდენტური სესხები

მხოლოდ ჩვენს სტუდენტებს ჩვენი პარტნიორი თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი სთავაზობენ სტუდენტურ სესხებს საუკეთესო პირობებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური