დასაქმების ფორუმი სტუდენტებისათვის
სასტუმრო ,,SHERATON BATUMI“-ში III-IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებისათვის „დასაქმების ფორუმი – 2013“ გაიხსნა.
სააგენტო HR-ის მიერ ორგანიზებულმა ფორუმმა ახალგაზრდებს 17 კომპანიის ვაკანსიები შესთავაზა. ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებში სამსახურის დაწყების შესაძლებლობა სამი რეგიონის – აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის 4 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცათ. საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილე აპლიკანტებს გაესაუბრნენ და დასაქმების პირობები გააცნეს.