„დედაჩემს თუ გადავურჩები, გეტყვით“ – როცა საგამოცდო ცენტრი ეს წუთია დატოვე
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 დასასრულისკენ მიდის და აბიტურიენტებშიც ნერვიულობამ იკლო, თუმცა გამოცდების დღეებში, ტესტირებიდან გამოსვლისას დანახული მათი აღელვებული სახეები, გულშემატკივრებთან ერთად, ჟურნალისტებსაც გვაფორიაქებდა. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე, ხშირად, ღიმილისმომგვრელ პასუხებსაც ვიღებდით და დღეს მათი თქვენთვის გაზიარება გადავწყვიტეთ:
მუხიანის 175- ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან ახლადგამოსული აბიტურიენტების დიალოგი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტთან :
სიტუაცია 1
– ჟურნალისტი: თქვენ არაპროგრამულიდან ხომ არ წერეთ, ინანიშვილის მოთხრობაზე – “ფიროსმანი”?
– აბიტურიენტი: არა, ფიროსმანის მოთხრობა ვწერე, ინანიშვილზე.
სიტუაცია 2
– ჟურნალისტი: რომელი მხატვრული სტილი იყო გამოყენებული პროგრამულ ტექსტში?
– აბიტურიენტი, რომელმაც მშობლიურ ენაში წერა გამოცდა: – და უნდა ყოფილიყო გამოყენებული?
სიტუაცია 3
– ჟურნალისტი: რაიმე დისკომფორტი ხომ არ გიგრძვნიათ გამოცდის წერის პროცესში?
– აბიტურიენტი: სკამი მიჭერდა ცოტა, სხვა ისეთი არაფერი (იცინის);
სიტუაცია 4
– ჟურნალისტი: ამერიკის შექმნის შესახებ ან მისი ისტორიიდან იყო კითხვები?
– აბიტურიენტი, რომელმაც ისტორიის გამოცდა წერა: – პოლიტიკური შეკითხვაა, ვერ ვუპასუხებ (სერიოზული სახით);
სიტუაცია 5
– ჟურნალისტი: შერჩეული გაქვთ რომელ უნივერსიტეტში აბარებთ?
– აბიტურიენტი, რომელმაც უცხო ენის გამოცდა დაწყებიდან, 20 წუთის შემდეგ დატოვა: ახლა დედაჩემს თუ გადავურჩები, გეტყვით;
სიტუაცია 6
– ჟურნალისტი: როგორი ბედნიერი სახით გამოხვედით, ეტყობა კარგად წერეთ, ხომ?
– აბიტურიენტი: არა, შეყვარებული უნდა ვნახო;
სიტუაცია 7
– ჟურნალისტი: როგორ შეაფასებდით, მარტივი ტესტი იყო, საშუალო თუ რთული?
– აბიტურიენტი, რომელიც ფიქრობს, შედეგის გასაჩივრება მომიწევსო: სრულყოფილი, ასე გადაეცით NAEC-ს და ჩემი სახელიც მიაწერეთ რა, გთხოვთ.
ყველას წარმატებები, ბავშვებო!!
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება