GE

დღეს „ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის“ პრეზენტაცია გაიმართება

„ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის“ პრეზენტაცია დღეს, 12 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა არაერთხელ დააანონსა, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულისა და ასევე რეფორმის სხვა მიმართულებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე მიაწვდიდა.

ამავე თემაზე:

მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება – მინისტრის განცხადება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური