GE

დისკუსია – იურისტის როლი და კანონის უზენაესობა ბიზნესში

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი და საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი (G-PAC) აწყობს დისკუსიას პროფ. ჰანს დეკერთან თემაზე იურისტის როლი და კანონის უზენაესობა ბიზნესში.

დისკუსია გაიმართება თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში 17 ნოემბერს, 17:00-ზე.

(სამუშაო ენა: ინგლისური)

ჰანს ვ. დეკერი არის კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი საერთაშორისო და საჯარო ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფინანსებსა და ბიზნესში

პროფ. დეკერი სხვადასხვა დროს იყო Siemens Corporation – USA პრეზიდენტი, ამავე კორპორაციის ფინანსური და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელი. ფლობს იურისტისა და სამართლის დოქტორის ხარისხს (1958, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია)

შეხვედრის მოდერატორია დავით კაპანაძე, Legal PArtners Associated LLC

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი (G-PAC), რომელსაც USAID-ის დაფინანსებით East-West Management Institute ახორციელებს  

დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დაინტერესებულ პროფესიონალებს, ისე სტუდენტებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური