GE

ჯანდაცვის ექსპერტი: ბაღებში, სკოლებში და უნივერსიტეტებში აცრის გარეშე არ უნდა მოხდეს პირდაპირი კონტაქტი

ჯანდაცვის ექსპერტ დევი ტაბიძის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგებისა და პერსონალის აცრის გარეშე კონტაქტები არ უნდა შედგეს. მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდება, როგორ დავიცავით რეგულაციები დასვენების პერიოდში.

„ჩვენ ახლა გვაქვს პოსტ დასვენების პერიოდი, შვებულებების და არდადეგების. წინ გვიდევს პროცესი, რომელიც თავყრილობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ეს არის ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები. აუცილებლად ვთხოვ გაითვალისწინონ, როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტროებმა ეს შედეგები, საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი შემთხვევა გვექნება,  თუ არ იქნებიან (აცრილი) პედაგოგები დაწყებული ბაღის, სკოლის და დამთავრებული უნივერსიტეტის მთლიანი სტაფით, არა მხოლოდ პედაგოგები, ტექნიკური პერსონალიც, ვისაც შეხება ექნება სტუდენტებთან და სტუდენტები. ამ აცრის გარეშე არ უნდა მოხდეს პირდაპირი კონტაქტი ამ მასიურ შეხვედრებზე.

საკლასო ოთახი არის ყველაზე დახურული სივრცე, სადაც 20-25 ბავშვია, როგორც არ უნდა დავაცილოთ, მათი კონტაქტი მაინც განხორციელდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველყოთ, სასწავლო და სამედიცინო ძალებით, რომ ავაცილოთ ეს ბავშვებს“, – აღნიშნა ტაბიძემ დღეს, რუსთავი 2-ის ეთერში.

ასევე იხილეთ:

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება

პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს არ დაიწყებენ!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური