GE

ჯეჯელავა სკოლებს ლაბორატორიის კაბინეტების ნაცვლად, ვირტუალურ ლაბორატორიას სთავაზობს

განათლების სამინისტრო სკოლებში ლაბორატორიის კაბინეტების არარსებობის პრობლემის მოგვარებას ვირტუალური ლაბორატორიის შექნით გეგმავს, რომელიც ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა თქვა, რომ პედაგოგებს ტრენინგებზე  ეუბნებიან, სწავლების თანამედროვე მეთოდები პრაქტიკაში  გადაიტანონ, სკოლებში კი ლაბორატორიები და რესურსები საკმაოდ მწირია, ძირითადად საბჭოთა პერიოდის, სასურველი იქნებოდა მათი განახლება და ასევე სკოლებში ლაბორანტის შტატის აღდგენა.

მინისტრის განმარტებით, ეს საკმაოდ რთული პროცესია. საქართველოში არსებული 2000 სკოლიდან, ყოველწლიურად 100 მათგანში რომ მოეწყოს ლაბორტორია, ამ პროცესს 20 წელი დასჭირდება, ამიტომ ალექსანდრე ჯეჯელავა გამოსავალს ვირტუალურ ლაბორატორიაში ხედავს. გარდა ამისა, სკოლების ნაწილს საშუალება ექნება სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობით ლაბორატორიები ჯილდოდ დაიმსახურონ და ვირტუალურთან ერთად რეალური კაბინეტებიც ჰქონდეთ.

მინისტრისგან გახდა ცნობილი, რომ სამინისტრო უვკვე მუშაობს ვირტუალური ლაბორატორიის ვერსიაზე, რომელიც სკლებისთვის  ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„ჩემი ამოცანა არ არის არარეალური მოლოდინი შეგიქმნათ. მოკლე პასუხი ამ პრობლემაზე არის – ვირტუალური ლაბორატორია. ამ ხალხმა უნდა დაივიწყოს ლაბორანტები, საბჭოთა პერიოდის გამწოვები და ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ისწავლონ და ვირტუალურ ლაბორატორიებში მაქსიმალური შედეგი დადონ. ეს არის ერთი საკითხი.

„მეორეა, რომ სამ წელიწადში გვექნება ასეთი სიტუაცია – ყველა რაიონში სამი-ოთხი სკოლა იქნება ლაბორატორიით აღჭურვილი, სადაც შეგვეძლება ბავშვები სტუმრად მივიყვანოთ. დანარჩენ სკოლებში ყველგან გვაქვს პროექტორი და კომპიუტერის საშუალება ამ საქმისთვის. ალბათ, ბევრს გქონიათ შეხება ტექნიკური უნივერსიტეტში შექმნილ ვირტუალურ ლაბორატორიასთან. ჩვენ ვმუშაობთ ერთ-ერთ ტექნოლოგიურ კომპანიასთან, რომ  ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილება გამოვიყენოთ, დავით სონღულაშვილის პროდუქტი გავაფართოვოთ და გავხადოთ ხელმისაწვდომი სკოლებისთვის.

“ჩვენ გვინდა, რომ არსებობდეს ამ ლაბორატორიის უფასო ვერსია, რომელიც იქნება საყოველთაო და ხელმისაწვდომი. თითოეულ დარგში იქნება 10-10 თუ 15-15 ცდა, რაც არის საბაზო.  სამინისტროს ხშირად უკავშირდებიან სხვადასხვა უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, ისინი გვთავაზობენ ვირტუალურ ლაბორატორიებს მაგალითად 15 ათას დოლარად, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ეს პროექტი განვახორციელეთ, პირიქით, ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე. მოკლედ, გულდასაწყვეტია, რომ სკოლებს ვეუბნებით ფიზიკური ლაბორატორია შეგიძლიათ დაივიწყოთ-თქო. ხოლო იმ სკოლებში, სადაც არსებობს, მოსაფიქრებლი გვაქვს როგორ უნდა მოხდეს ლაბორატორიის ერთობლივი გამოყენება, სკოლასაც უნდა ჰქონდეს ინტერესი,  მათ შორის მატერიალური,  ამიტომ მათ მხარდაჭერა დასჭირდებათ“, – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში რეგიონების მიხედვით სხვადასხვა დროს გამოცხადდება

„სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური