„ჯი თი ენო კონფერენციათა“ სერიის პირველ კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლაკ
19 ივლისს, ქართული ბიზნეს ჰოლდინგის GT GROUP-ისა და იტალიური კომპანიის CONSULENTE ENOLOGICA SRL-ის მიერ დაფუძნებულმა ქართულმა კომპანიამ “ჯი-თი ენოლოჯიკა” და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს.
კონფერენციათა სერიის „GT EnoConferences” მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ღვინის წარმოებასა და შემდგომ მის საერთაშორისო ბაზარზე გატანას.
კონფერენციაში ღვინის წარმოებასა და გლობალურ მარკეტინგზე ორიენტირებული საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ ქეთევან ჯურხაძემ გახსნა და აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
მომხსენებლებმა იტალიის წამყვანი კომპანიებიდან და ფლორენციის უნივერსიტეტიდან ყურადღება გაამახვილეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: „ფენოლური და ცვლადი ნაერთების დახასიათება ყურძენში, ღვინოსა და წიპწაში“, „ყურძნის პოტენციალი წარმოების ზომის მიხედვით“, „როგორ მივიღოთ, დავიცვათ და განვავითაროთ ყურძნის პოტენციალი“, „ღვინის გლობალური ბაზრის თავისებურებანი (ევროკავშირის, ამერიკის, ჩინეთის ბაზრები) და „როგორ დავიცვათ ყურძნის პოტენციალი: ბიო – ტანინების და პოლისაქარიდების როლი“.
კონფერენციის მსვლელობისას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ ქეთევან ჯურხაძემ და ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ანალისა რომანიმ მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ღონისძიებას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მეუფე დავითი (ალავერდელი) და „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი – თინა კეზელი ესწრებოდნენ.
„ჯი თი ენო კონფერენციათა“ სერიის პირველ კონფერენციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი