დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვავილის საჯარო სკოლა გაუქმდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ყვავილის საჯარო სკოლა უქმდება და ის დუშეთის #1საჯარო სკოლას შეუერთდება. სკოლების რეორგანიზაციის შესახებ, ბრძანება განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა გამოსცა.
დოკუმენტში საუბარია, რომ სკოლების რეორგანიზაციის პროცესი 2021 წლის 16 მარტს დასრულდება.
„განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლის რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილის საჯარო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის №1 საჯარო სკოლასთან მიერთების გზით. რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2021 წლის 16 მარტს“, -ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.
სკოლების ოფიციალურ კატალოგში ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, სოფელ ყვავილის საჯარო სკოლაში არ ირიცხება არც ერთი მოსწავლე და დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მასწავლებელი.
რაც შეეხება ვაჟა ფშაველას სახელობის დუშეთის #1 საჯარო სკოლას, აღნიშნულ დაწესებულებაში ამჟამად 487 მოსწავლე სწავლობს და მოღვაწეობს 39 მასწავლებელი.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება