GE

EDU.ARIS.GE: პროექტის მენეჯერი – ვაკანსია

EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების პორტალია, რომელიც, უკვე 9 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.

ვაკანსია: პროექტის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი


სამუშაოს აღწერა
:

პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა, ბიუჯეტის მართვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;

პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ჯგუფის წევრებისთვის საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა;

პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;

პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მართვა


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი/მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით

პროექტის მენეჯერად მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება

ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;

საინფორმაციო სფეროში პროექტის მენეჯერის პოზოციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება 1000 ლარიდან  (თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ვაკანსია ძალაშია სანამ გამოქვეყნებულია საიტზე!

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: cvpm@aris.ge , თემაში მიუთითეთ – „პროექტის მენეჯერი“

შემოუერთდით არის.ჯი-ს გუნდს!

EDU.ARIS.GE:  მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანსია (შეთავსებით)

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm