გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს პორტუგალიელი პროფესორი სტუმრობდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის – Erasmus + – ის ფარგლებში, პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ხოსე მანუელ აზევედო სტუმრობდა.
უნივერსიტეტის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწვეულმა პროფესორმა, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებთან, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის შესახებ, ლექციები წაიკითხა.
გრუნის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან შეხვედრაზე მანუელ აზევედომ შემდგომი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა.
„პორტუგალიელმა პროფესორმა დაათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო: მულტიმედიაცენტრი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, შეხვდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანს, ნინო შოშიტაშვილსა და საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელს, თამარ თავხელიძეს, აღფრთოვანება გამოხატა გრუნის სასწავლო-მატერიალური ბაზით. ქართველმა მასპინძლებმა პორტოს უნივერსიტეტის დეკანს თბილისის ღირსშესანიშნაობები და კულტურაც გააცნეს. გრიგოლ რობაქიძისა და პორტოს უნივერსიტეტების თანამშრომლობა გრძელდება“, – აცხადებენ GRUNI-ში.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი