GE

დადგინდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განსხვავებული საფასურები – ჩამონათვალი

საქართველოს განათლების მეცნირებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმოწერით, 6 მაისს ცვლილება შევიდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში და „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ შესახებ დანართს დაემატა ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე გათვალისწინებულ საფასურს ემატება საფასური პროგრამის სახეობის შესაბამისად გარდა ახლადდამატებული პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა:

ახალი, 2​1 პუნქტის საფუძველზე, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებების მიერ იმავე მუნიციპალიტეტში ყოველ დამატებით საგანმანათლებლო პროგრამაზე გათვალისწინებულ საფასურს პროგრამის სახეობის შესაბამისად ემატება შემდეგი საფასური:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე – 3 841 ლარი;

ბ) საბაზო ან საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე – 3 953 ლარი;

გ) დაწყებითი და საბაზო ან დაწყებითი და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე – 5 953 ლარი;

დ) საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამებზე – 5 730 ლარი;

ე) ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე – 7 619 ლარი.“;

საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ:

ა) დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 841 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470 ლარს;

ბ) საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 4 175 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 693 ლარს;

გ) საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 3 953 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 5 470 ლარს;

დ) დაწყებითი და საბაზო ან დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5953 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7 693 ლარს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეადგენს 5 730 ლარს, ხოლო საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში – 7581 ლარს;

ვ) სხვა მუნიციპალიტეტში ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების დამატებისათვის შეადგენს:

ვ.ა) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის ფარგლებში – 7 619 ლარს;

ვ.ბ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებისათვის, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის გარეთ – 10 026 ლარს;

ვ.გ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, გარდა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტისა – 10 026 ლარს;

ვ.დ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, მისი მუნიციპალიტეტის გარეთ, თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ფარგლებში – 7 619 ლარს;

ზ) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე დაწესებულებებისათვის, იმავე მუნიციპალიტეტებში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების დამატების საფასური შეადგენს – 7 619 ლარს;

თ) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე დაწესებულებებისათვის, იმავე მუნიციპალიტეტში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამების დამატების საფასური შეადგენს – 10 026 ლარს“.

განათლების მინისტრის ახალი ბრძანება უკვე ძალაშია.

ასევე იხილეთ:

ცნობილია, როგორი იქნება სამართლებრივი შედეგები სკოლის, უნივერსიტეტის ან პროფესიულისთვის, ავტორიზაციაზე უარის თქმის, გაუქმების ან ვადის გასვლისას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური