GE

EEU – შანსი მიიღოთ ევროკავშირის აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტის ხარისხი საქართველოში

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასკვნით ფაზაშია.  აბიტურიენტები  შედეგების მოლოდინში არიან. ბოლო ორი წელია,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების არჩევა და მათი რიგითობის განსაზღვრა გამოცდების ჩაბარებისა და ქულების გაგების შემდეგაც შეუძლიათ. რაც ნიშნავს, რომ სწორი არჩევანის გაკეთებისთვის  ჯერ კიდევ დარჩა დრო.

დღეს Aris.ge-განათლება რამდენიმე წლის წინ დაარსებულ და ძალიან სწრაფად განვითარებად უმაღლეს სასწავლებელზე გიამბობთ. რას სთავაზობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტებს და რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი სწორედ მასზე?!  ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Aris.ge-განათლებასთან უნივერსიტეტის რექტორი და სასწავლო სამსახურის უფროსი საუბრობენ.

unnamed– დავით  ჩერქეზიშვილი – რექტორი

– 2015 წლის მაისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ხელმეორედ გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა უნივერსიტეტის სტატუსი. უნივერსიტეტის მთავარ მიზანს წარმოადგენს თანამედროვე განათლების სტანდარტისკენ სწრაფვა, რაც შესაძლებელს ქმნის უნივერსიტეტმა დასაქმების ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური კადრები. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში ამჟამად ხორციელდება უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე და საერთაშორისო დონის სასწავლო  პროგრამები, რომლებსაც ახორციელებენ საუკეთესო ქართველი და უცხოელი პედაგოგები.   სამართლის პროგრამებზე  წელს მივიღეთ  შემოთავაზება ევროკავშირის აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტისგან ერთობლივი ხარისხის მინიჭებაზე, რომელიც საკმაო იშვიათობაა დღესდღეობით სამართლის მიმართულებით. საერთაშორისო ურთიერთობების და  ბიზნესი ადმინისტრირების  პროგრამებზე  ასევე შესაძლებელია ორმაგი ხარისხის მიღება ევროკავშირის აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა ერთადერთია საქართველოში და მას ანალოგი არ აქვს. ასევე, ქართულ საგანმათალებლო სივრცეში არსებულ პროგრამათაგან განსხვავებულია განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომელზეც სწავლა მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნული პროგრამის სტუდენტები მე-3 სემესტრს, საუნივერსიტეტო სტიპენდიით გაივლიან ლინცის უნივერსიტეტში და ასევე აღსანიშნავია, რომ სალექციო კურსებს ყოველ სემესტრში  კითხულობენ უცხოელი პედაგოგები. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მხარე ასევე გახლვთ პრაქტიკული მიმართულება, უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვა, რომელიც ხორციელდება უნივერსიტეტის 70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში.  თანამედროვე პროგრამები,  საუნივერსიტეტო სტიპენდიებით სწავლა უცხოეთში, უცხოელი და ქართველი პედაგოგები და წარმატებული კარიერის რეალური შანსი – ეს გახლავთ აღმოსავლეთ ევროპოს სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის შედეგი!

– 2015–2016 წლისთვის რა სიახლეებს სთავაზობთ დაინტერესებულ ახალგაზრდებს?

– მთავარი საკითხი გახლავთ ცოდნის სამკუთხედის რეალური განხორციელების დაწყების პროცესი და ჩვენი სტუდენტების საუნივერსიტეტო სტიპენდიებით გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების რეალური შესაძლებელობა. წელს პირველად იქნება შესაძლებელი ორმაგი ხარისხის მიღების ევროკავშირის აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტთან.  2015- 16 სასწავლო წელს უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებზე.  დაგეგემილია  2015-16 სასწავლო წლიდან დაგეგმილია ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ამოქმედება, რომელიც შემუშავდა ბაზრის კვლევის საფუძველზე, პროგრამის განხორციელებაში  უშუალოდ ჩართულები არიან ცნობილი კერძო კომპანიები,  როგორიცაა ,,ჯინო ფერედაისი“, ,,დიო“, ,,ლომისი,“ და სხვა .

– რატომ უნდა გააკეთონ აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა არჩევანი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტზე?

unnamed (1)– რუსუდან ჩიქოვანი – სასწავლო სამსახურის უფროსი

 პასუხი მარტივია: თუ გვსურს მივიღოთ მხოლოდ ხარისხიანი განათლება, თუ გვაქვს სურვილი უცხოეთში გავაგრძელოთ სწავლა ან/და უცხოელი პედაგოგებმა საქართველოშიც გვასწავლონ, თუ გვსურს, ჩვენი პედაგოგები იყვნენ გამორჩეული და მაღალი დონის პროფესიონალები, თუ გვინდა, რომ სტუდენტებს  სწავლის პერიოდშივე ჰქონდეთ უშუალო შეხება პრაქტიკასთან და გააჩნდეთ დასაქმების პერსპექტივა  უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ  სახლმწიფო და კერძო სტრუქტურებში და  რაც მთავარია, თუ გვსურს, მივიღოთ  ყველა ზემოთ დასახელებული მომსახურება  მინიმალურ ფასად, მაშინ  უნდა ავირჩიოთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი! მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწავლების ფორმა სამაგისტრო პროგრამებზე განსხვავებულია, მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სემესტრულის ნაცვლად ტრიმესტრული სწავლებაა, იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო მასალაც საკმაოდ მოცულობითია და მაგისტრანტთა უმეტესობა უკვე მუშაობს. ყველა სამაგისტრო პროგრამაზე ლექციების წარმართვის პროცესი იგეგმება მაგისტრანტების ინტერესების გათვალისწინებით.

– ქალბატონო რუსუდან, დაბალი ფასები ახსენეთ, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კერძო სასწავლებლის ფასები ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ დონეს აცდენილია. რამდენად მისაღებია EEU-ს ფასები ქართული  რეალობისთვის?

– სწავლის საფასური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე თითქმის გათანაბრებულია სახელმწიფო სასწავლო გრანტთან. საბაკალავრო პროგრამებზე იგი შეადგენს 2 250 ლარს, მხოლოდ სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე შეადგენს 2 380 ლარს.  მცირედით განსხვავებულია სამაგისტრო საფეხურზე:  სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე შეადგენს 2500 ლარს, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების და ადამიანური რესურსების მართვისა  სამაგისტრო პროგრამებზე 3000 ლარს. ხაზგასასმელია, რომ სამაგისტრო საფეხურზე უფრო ხშირად უწევთ უცხოელ პედაგოგებს სალექციო კურსების გაძღოლა, შესაბამისად  სტუდენტებს საკმაოდ დაბალ ფასად შეუძლიათ ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება.

– ქალბატონო რუსუდან, რამდენი ვაკანტური ადგილი გაქვთ 2015–2016 სასწავლო წლისთვის?

 ამჟამად უნივერსიტეტი ახორციელებს აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს იურიდიულ, ბიზნესისა და ეკონომიკის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე. საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტები მიიღებიან  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნებისმიერი მეოთხე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გარდა სახვითი ხელოვნებისა. სამაგისტრო პროგრმებზეც, მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგად. 2015-16 სასწავლო წლისათვის სტუდენტებს შემდეგ  საბაკალავრო და  სამაგისტრო პროგრამაზე მივიღებთ:

ბაკალავრიატი:

სამართალი -180 ვაკანსია;

ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი)-80 ვაკანსია;

ინგლისური ფილოლოგია – 30 ვაკანსია;

საერთაშორისო ურთიერთობი – 60 ვაკანსია;

მაგისტრატურა:

სამართალი – 60 ვაკანსია;      ბიზნესის ადმინისტრირება –  30 ვაკანსია;

განათლების კვლევები და ადმინისტრირება -20 ვაკანსია;

ადამიანური რესურსების მართვა -30 ვაკანსია;

– როგორც ვიცით, თქვენ უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა…

– დავით ჩერქეზიშვილი  – რექტორი

 ნამდვილად ასეა. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სტუდენეტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებებსა და საზაფხულო სკოლებს ლონდონის, პრაღის, ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ტალინის, რიგის, ტურიბას, ბალტიის საერთაშორისო აკადემიის, კონსტანატას უნივერსიტეტებში თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში.  აღსანიშნავია, რომ სტუდენტი თავიდანვე  სარგებლობს საუნივერსიტეტო სტიპენდიებით და მას უწევს საკმაოდ დაბალი ფასის გადახდა. რამდენიმე სტუდენტი უკვე გაემგზავრა ლონდონის უნივერსიტეტებში და მიიღო საკმაოდ მაღალი საუნივერსიტეტო სტიპენდია. მიმდინარე  წელს, არაერთი სტუდენტი აპირებს გამგზავრებას პრაღის, ლოძისა და რიგის უნივერსიტეტებში საზაფხულო სკოლებში.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ რიგის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ჩვენს სტუდენტებს შეეძლებათ ორმაგი ხარისხის მიღება  საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებზე.

– აკადემიურ პერსონალზე რას გვეტვით?

 ჩვენთან სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, უკვე ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები. სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველ სასწავლო სემესტრში ჩვენს სალექციო კურსებს კითხულობენ  მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტები. მაგალითად, მიმდინარე სასწავლო წელს, სასწავლო კურსებს უძღვებოდნენ ავსტრიის ლინცის უნივერსიტეტის პროფესორი იან ბოემი და ამერიკის  კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ტაირონ ბინეოე. დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოშივე ჰქონდეთ საშუალება ჩვენს სტუდენტებს, ეზიარონ საერთაშორისო დონის უცხოელი სპეციალისტების გამოცდილებას.

– ბატონო დავით, ერთი თვე გავიდა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს სტიიქთ დაზარალებული ყველა სტუდენტი. თქვენს უნივერსიტეშიც სწავლობს ერთი სტუდენტი, ვისაც წყალდიდობამ სახლ– კარი გაუნადგურა. თუმცა სწავლის საფასურს მას  სახელმწიფოს ნაცვლად თავად უნივერსიტეტი დაუფარავს – გვიამბეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ?

– პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა 13 ივნისის სტიქიის დროს ტრაგიკულთა დაღუპულთა გამო. ჩვენი სტუდენტები პირველი დღიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაზარალებული ტერიტორიების გაწმენდით სამუშაოებში. ერთი ჩვენი სტუდენტი, კერძოდ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლექსო ქარდავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე  და მთელი ოჯახი  ჩვილ ბავშვთან ერთად სასწაულებრივად გადაურჩა ადიდებულ მდინარეს, თუმცა საცხოვრებული სახლი მთლიანად განადგურდა. რასაკვირველია, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ლექსო ქარდავას სწავლას სრულად  დააფინანსებს საბაკალავრო პროგრამის დასრულებამდე. ზოგადად ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის შეღავათებია. შეღავათით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებიც.

– ბატონო დავით, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით რას გეგმავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სასწავლებლის განვითარებისთვის?

– აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და მუდმივ განვითარებაზე. პირველ რიგში, გვინდა კიდევ უფრო გავზარდოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების შემუშავება და რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებებით. ჩვენ სამეცნიერო მიმართულებით ვთანამშრომლობთ მიუნხენის ლუდვიგ-მაქსილიანის უნივერსიტეტთან და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ ურთიერთობას, გაიზრდება უცხოელ პედაგოგთა რიცხვი, რომლებიც ჩვენთან გაუძღვებიან სალექციო კურსებს, 70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად შევუწყოთ ხელი  სტუდენტების დასაქმებას ყველა მიმართულებით.  ასე, რომ, უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ პარტნიორების რაოდენობის გაზრდას, ახალი პროგრამების, მათ შორის, სადოქტორო პროგრამების, შემუშავებას, სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვასა და არაერთი უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორის მოწვევას, რათა სტუდენტებს საშუალება მიეცეთ, საქართველოში მოისმინონ კონკრეტულ დარგებში მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების ლექციები.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური