ელექტრონული ჟურნალის სისტემაში ცვლილება შევიდა – დეტალურ ინფორმაციას EMIS-ი აქვეყნებს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, სკოლის ელქტრონულ ჟურნალში ცვლილებაა.
კერძოდ, როგორც EMIS-ის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ელექტრონულ ჟურნალში მთავარ გვერდზე აღარ ჩანს „შესაფასებელი შემაჯამებლები“ და აღნიშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მოდულში „მონაცემები“ – “შესაფასებელი შემაჯამებლის რეპორტი”.
“ბარათზე „შესაფასებელი შემაჯამებლების რეპორტი“ დაჭერისას ეკრანზე გამოდის ყველა იმ კლასისა და მოსწავლის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ასწავლის პედაგოგი (მასწავლებლის როლის მქონე მომხმარებლის ხედვა). ხოლო დირექტორსა და ელექტრონული ჟურნალის ადმინისტრატორს ხედვა აქვს ყველა კლასისა და მოსწავლის შეუფასებელი შემაჯამებლის მონაცემებზე”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
პრაქტიკული გამოყენებისას მასწავლებლებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ შემდეგი ინსტრუქციით:
შეუფასებელი შემაჯამებელი – შესაფასებელი შემაჯამებლების რეპორტი
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი ელექტრონულ ჟურნალში – ვიდეოინსტრუქცია
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა