ჟურნალში შეფასების კორექტირება გასული დროით – როგორ უნდა მოითხოვოს პედაგოგმა ეს უფლება
როგორც ცნობილია, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) ელექტრონული ჟურნალის „მოთხოვნების“ მოდულში დაამატა ახალი ფუნქცია – „განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“.
EMIS დღეს, 9 მარტს, აქვეყნებს ინსტრუქციას მასწავლებლებისთვის, თუ როგორ უნდა გააგზავნოთ მოთხოვნა გასული დროით განმსაზღვრელი ან განმავითარებელი შეფასების რედაქტირებაზე ელექტრონულ ჟურნალში.
EDU.ARIS.GE განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ-ის მიერ გავრცელებულ თითოეულ ნაბიჯს უცვლელად გთავაზობთ:
1. ავტორიზაციის გავლის შემდეგ გახსენით მოდული „მოთხოვნები“
2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს „+“
3. გახსნილ ფანჯარაში შეავსეთ ველები:
- მოთხოვნის ტიპი – „ჟურნალის კორექტირება“;
- მთლიანი ჟურნალი/კონკრეტული თარიღი;
- კლასი;
- საგანი;
- რედაქტირების ტიპში ირჩევთ „განმსაზღვრელი/განმავითარებელი შეფასება“;
- კომენტარი (კომენტარის ველი სავალდებულოა).
4. ყველა ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“
5. მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, ინფორმაცია აისახება „სტატუსის“ ველში
გაითვალისწინეთ:
დირექტორის მიერ მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, მასწავლებელს აქვს 24 საათი სემესტრული შეფასების კორექტირებისთვის. ვადის გასვლის შემთხვევაში, საჭიროა მოთხოვნის ხელახლა გაგზავნა.
ასევე იხილეთ:
„განმსაზღვრელი – განმავითარებელი შეფასების კორექტირება“ – ცვლილება ელექტრონულ ჟურნალში
-
„განათლების სისტემაში ხელფასი ქვეყნის საშუალო ხელფასის 60-70%-ია, გაქვთ თუ არა ზრდის პოლიტიკა?“ – კითხვა პრემიერ-მინისტრს და პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდების შედეგებმა ამ მასწავლებლების დეფიციტი გამოიწვია – რატომ შეცვალა განათლების სამინისტრომ კანონი
by ARIS.GE-განათლება