GE

EMIS-მა შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგების გამოქვეყნების თარიღი შეასწორა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შეასწორა მის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული ინფორმაცია 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგების თაობაზე და დაწერა, რომ მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2 სექტემბერს. (იქამდე კი პორტალზე განმარტებლი იყო რომ შედეგების გაგება ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge 12 თებერვალს იქნებოდა შესაძლებელი).

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის მსურველ პირთა რეგისტრაციის პროცესი 16 აგვისტოს იწყება და 2021 წლის 30 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

სტუდენტებმა მობილობისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – www.students.emis.ge. ეს პორტალი ხელმისაწვდომი 16 აგვისტოდან იქნება.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 2 სექტემბერს.

პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 16 აგვისტოდან 12:00 საათიდან – 30 აგვისტოს 18:00 საათამდე

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.

მართვის სისტემა სტუდენტების საყურადღებოდ განმარტავს, რომ: მიმდინარეობს ვაკანტური ადგილების რეგისტრაციის პროცესი. საბოლოო, დაზუსტებული ინფორმაციის პორტალზე ასახვა დასრულდება 16 აგვისტოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური