ეპიდსიტუაციის დამძიმების ფონზე, რეგიონებში დისტანციურად მომუშავე სკოლების რაოდენობა, ყოველდღიურად იზრდება
სამცხე–ჯავახეთში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც დისტანციურად სწავლობენ, ყოველდღიურად იზრდება. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, შენობაში სასწავლო პროცესი შეჩერდა რეგიონის 35 სკოლაში.
„სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, 13 ნოემბრის მონაცემით, დისტანციურად სწავლობენ ნინოწმინდის 12 სკოლაში, ახალციხეში ასეთი 9 სკოლაა; ახალქალაქში – 5; ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში კი სამ–სამი. როგორც, ახალქალაქის რესურსცენტრში აცხადებენ, კორონავირუსი დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის შემდეგ სკოლებში, ესენია; ახალქალაქის N1; N2; N4, დილისკას N1 და ვარევანი. ვარევანში დისტანციურ სწავლებაზე დღეიდან გადავიდნენ, რადგან აქ COVID-19 მასწავლებლებს დაუდასტურდათ. ახალციხის მუნიციპალიტეტში ონლაინსწავლაზე გადასული სკოლებია: ქალაქ ახალციხის N1; N2; N3; N5; N6; N7, ვალის N2 და სოფლების, ზიკილიისა და ანდრიაწმინდის სკოლები. ბორჯომის მუნიციპალიტეტი: ქალაქ ბორჯომის N3 და N6 და სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლები. ასპინძის მუნიციპალიტეტი: ასპინძის, ხერთვისის და ივერიის საჯარო სკოლები. ადიგენის მუნიციპალიტეტი: ბოლაჯურის, ვარხნისა და სმადის საჯარო სკოლები. რაც შეეხება ნინოწმინდას, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის , დისტანციურად 12 საჯარო სკოლაში სწავლობენ.
დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდებარე საჯარო სკოლები, ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს
„16 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო პროცესს განახორციელებს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის საშუალებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამი სკოლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე აბაშის მუნიციპალიტეტში, რომელსაც დღის მანძილზე შესაძლებელა კიდევ რამდენიმე სკოლა დაემატოს, რადგან რეგიონში ეპიდ სიტუაცია გაუარესებულია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 157 შემთხვევა გამოვლინდა, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19