GE

ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა

21 თებერვალს 10 საათიდან ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა (წიგნები მინაწერებით) და ნივთები. გამოფენა გაგრძელდება 5 დღე.

ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი პირადი ბიბლიოთეკა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას უანდერძა, ეს უნიკალური ფონდი დღემდე აქ ინახება.

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი 1953 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. საქართველოს ეკლესიამ იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

მისამართი: ალექსიძის 1 (სპორტის სასახლის მიმდებარე აკადემქალაქის ტერიტორია).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური