ერასმუს დღეები საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ყოველწლიურად უერთდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ „ერასმუს დღეებს“, რაც ხაზს უსვამს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტებს.
Erasmus+ პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივას განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, კულტურათაშორის გაცვლას და პროფესიულ განვითარებას.
უნივერსიტეტში, სადაც მრავალი „ერასმუსელი“ სტუდენტი სწავლობს, წელსაც იმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრები. ეს შეხვედრები მიზნად ისახავს Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების უკეთ გაცნობას და აპლიკანტებისთვის პრაქტიკული რჩევების მიწოდებას.
შეხვედრების სერია მოიცავს შემდეგ თემებს:
- Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები (16 ოქტომბერი)
- საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის (17 ოქტომბერი)
- საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის (18 ოქტომბერი).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს საშუალება აქვთ, არა მხოლოდ შეიტყონ Erasmus+ პროგრამის ახალი შესაძლებლობების შესახებ, არამედ ასევე გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც უკვე მიიღეს „ერასმუსელმა“ სტუდენტებმა, რომლებიც ამჟამად ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ.
- ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის გზები – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საინფორმაციო ტრენინგი ჩატარდა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნი აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- 5 რჩევა აბიტურიენტებს საბაუნისგან: როგორ მიაღწიო სასურველ მიზანს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი