ეროვნულ ბიბლიოთეკაში “ქართული წიგნის ხელოვნების” მეორე ნაწილის პრეზენტაცია გაიმართება

27 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის “ქართული წიგნის ხელოვნება” – წიგნი II პრეზენტაცია გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური გვერდის ცნობით, გამოცემა ასახავს XX საუკუნის ქართული წიგნის გაფორმების, კონსტრუირებისა და სატიტულო შრიფტების შექმნის ისტორიას. მასში შესულია 60 მხატვრის ნამუშევარი: წიგნის ყდები, სატიტულო ფურცლები, სატიტულო შრიფტები და წიგნის გაფორმების სხვა ელემენტები.
“ქართული წიგნის ხელოვნების” პირველი ნაწილი 2013 წელს გამოიცა და იგი მთლიანად XX საუკუნის ქართული წიგნის სატიტულო შრიფტებს მიეძღვნა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წიგნის მესამე ნაწილის გამოცემა, რომელიც წიგნის ილუსტრაციებს მიეძღვნება. ამით სამტომეულში მთლიანად იქნება ასახული XX საუკუნის ქართული წიგნის გრაფიკის ისტორია.
იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია მხატვარ-გრაფიკოსი ნინო ჯიშკარიანი.
-
სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი გამოცხადდა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2 მარტი, 2016
-
უნგრეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 17 ნოემბერი, 2015
-
15 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტიქიით დაზარებულ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართება by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 14 ივლისი, 2015