14 ივლისი, 2015
15 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტიქიით დაზარებულ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართება

15 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან მოსიაშვილი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოზარდებს შეხვდება. შეხვედრა “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მხარდაჭერით გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულ მოზარდებს ჩაუტარდებათ ექსკურსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაეცნობიან ბიბლიოთეკის ისტორიას, საქმიანობას, მომსახურების წესებს. მათ ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფისგან საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.
მათივე ცნობით, 15:00 საათზე მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართება ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარე ფრანგული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. ინსტიტუტის ადმინისტრაცია სტიქიით დაზარალებულ მოზარდებს ბიბლიოთეკის უფასო აბონემენტებს გადასცემს.
-
სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი გამოცხადდა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2 მარტი, 2016
-
უნგრეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 17 ნოემბერი, 2015
-
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წიგნის კუთხე გაიხსნა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 13 ივლისი, 2015