17 ნოემბერი, 2015
უნგრეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

16 ნოემბერს ბუდაპეშტში, უნგრეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. უნგრეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
უნგრეთის დედაქალაქი ოცდამეხუთეა იმ ქალაქთა შორის, სადაც ქართული წიგნის კუთხე ან ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკის ოფიცალური გვერდის ცნობით, ამ მიმართულებით ეროვნული ბიბლიოთეკის აქტივობა საქართველოშიც წარმატებულია. ეროვნული ბიბლიოთეკის მონაწილეობით საქართველოს რეგიონების ხუთასი სოფლის ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები და კომპიუტერები. ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
-
სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი გამოცხადდა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2 მარტი, 2016
-
15 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტიქიით დაზარებულ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართება by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 14 ივლისი, 2015
-
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წიგნის კუთხე გაიხსნა by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 13 ივლისი, 2015