GE

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქული ბიბლიოთეკა გაიხსნა

ფოტო –
8953

20 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში თურქულენოვანი ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომლის ფონდშიც 6000 თურქული წიგნი ინახება.

ბიბლიოთეკა იუნუს ემრეს ინსტიტუტისა და ზირაათ ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა. შეთანხმების თანახმად უახლოეს ხანებში ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეეძლებათ თურქული ენის უფასოდ შესწავლა. დაიწყო მოლპარაკება ქართული ბიბლიოთეკების თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში გახსნის შესახებ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქული ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდნენ: თურქეთის ელჩი საქართველოში ლევეთ გუმრუქჩუ, იუნუს ემრეს ინსტიტუტის თავმჯდომარე ჰაიათ დეველი, ზირაათ ბანკის დირექტორი მეჰმეთ უჩარი და იუნუს ემრეს თბილისის თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი ზაქარია გულთექინი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური