GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ, რომლებსაც აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

სტუდენტებმა აკადემიის ტერიტორიაზე დისლოცირებული გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის, კაპიტნის საკარიერო სკოლის ლოგისტიკის კაპიტნის საკარიერო კურსი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ლოგისტიკის კურსის, სამხედრო ლოგისტიკისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაციასაც დაესწრნენ.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური