ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაური იმყოფებოდა
დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი იმყოფებოდა.
აკადემიის ხელმძღვანელობამ ლატვიის დელეგაციას აკადემიის სტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოიკვეთა ახალი სფეროები. მხარეებმა დასახეს მომავალი გეგმები აკადემიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების კუთხით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაურმა, თანმხლებ პირებთან ერთად აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა by ეროვნული თავდაცვის აკადემია
- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დისტანციური კურსი „ტრენერთა ტრენინგი“ განხორციელდა by ეროვნული თავდაცვის აკადემია