GE

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება – განრიგი და მაქსიმალური ქულები

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი ცნობილია. განრიგისა და მაქსიმალური ქულების შესახებ, ასევე იმ სკოლების ჩამონათვალს, სადაც მეორე ტური ჩატარდება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 21 დეკემბერს აქვეყნებს:

9 იანვარს:

10:00 საათზე – ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ქართულ ენაში არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;
15:00 საათზე – ისტორიაში;

10 იანვარს:

10:00 საათზე – ქიმიაში;
15:00 საათზე – გეოგრაფიაში;
11 იანვარს:

10:00 საათზე – მათემატიკაში;
15:00 საათზე – ინგლისურ ენაში;

12 იანვარს:

10:00 საათზე – ფიზიკაში;
15:00 საათზე – ბიოლოგიაში;

13 იანვარს:

10:00 საათზე – რუსულ ენაში;
12:30 საათზე – გერმანულ ენაში.
15:00 საათზე – ფრანგულ ენაში.

გამოცდების ცენტრის განცხადებით, 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შესაბამის საგანზე რეგისტრაცია დაიწყება საგამოცდო დრომდე ნახევარი საათით ადრე.

ოლიმპიადის მეორე ტურის ჩასატარებლად გამოყოფილი სკოლები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური – მაქსიმალური ქულები და ტესტირების ხანგრძლივობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს – კონკრეტული თარიღი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური