როგორ ჩავირიცხებით სამაგისტრო პროგრამაზე – შეფასების სისტემა, მინიმალური და მაქსიმალური ქულები და გრანტის გამოთვლის წესი
2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისთვის EDU.ARIS.GE უკვე გიყვებოდათ რა უნდა ვიცოდეთ სამაგისტრო გამოცდის შესახებ – ტესტის ნაწილები, გამოცდების რაოდენობისა და გრანტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია. დღეს კი, შეფასებისა და გამოცდების ცენტრზე დაყრდნობით, დეტალურად გაგაცნობთ როგორ მოიპოვებთ და გამოითვლით საგრანტო ქულას, როგორი იქნება თქვენი ნამუშევრის შეფასებბის წესი და უნივერსიტეტში ჩარიცხვის პრინციპი.
მაშ ასე, თქვენ უკვე შესრულებული გაქვთ საერთო სამაგისტრო ტესტის ოთხივე ნაწილი (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) და თქვენს ნაშრომს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლები ამოწმებენ.
მაქსიმალური შესაძლო ქულები და კომპეტენციის მინიმალური ზღვრები ტესტის ნაწილების მიხედვით ასეა განსაზღვრული: წაკითხულის გააზრების ნაწილში მაქსიმალური შესაძლო ქულაა 21, ანალიტიკური წერის ნაწილში – 18, ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 17, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 19.
კომპეტენციის მინიმალური ზღვარი თითოეულ ნაწილში, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს. იმისათვის, რომ ტესტის ნაწილში კანდიდატმა გადალახოს ზღვარი, მის მიერ ამ ნაწილში მიღებული ჯამური ქულა, ან გათანაბრების შემთხვევაში − გათანაბრებული ქულა უნდა იყოს მეტი ცხრილში მოცემულ ზღვრულ ქულაზე:
როგორ ფასდება თქვენს მიერ შესრულებული ტესტი
სსგ-ის ტესტის სამი ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) თითოეულ დავალებას ახლავს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული ეს დავალება ფასდება 1, 0, ან -0,2 ქულით. სწორი პასუხის გაცემისათვის იწერება 1 ქულა, თუ არცერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა, ხოლო არასწორად გაცემული პასუხისათვის აკლდება 0,2 ქულა (ანუ, იწერება -0,2 ქულა).
რაც შეეხება ტესტის ანალიტიკური წერის ნაწილის ორ დავალებას, თითოეული მათგანი ფასდება მაქსიმუმ 9 ქულით და სწორდება წინასწარ დადგენილი შეფასების სქემის მიხედვით. რომლის გაცნობაც, როგორც EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში განუმარტეს, გასული წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის მაგალითზე შეგიძლიათ. შეფასების სქემა 2023.
პროგრამაზე ჩარიცხვა და უნივერსიტეტების უფლება ამ პროცესში
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპის თანახმად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია სსგ-ის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. ამასთან, უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია:
ა) თვითონ დააწესოს ის 3 ნაწილი, რომელშიც მოითხოვს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას;
ბ) მოითხოვოს კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ტესტის ოთხივე ნაწილში;
გ) დააწესოს კომპეტენციის უფრო მაღალი მინიმალური ზღვარი ტესტის ერთი, რამდენიმე ან ყველა ნაწილისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს ის კანდიდატები, რომლებმაც გადალახეს სსგ-ის ბარიერი, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხოს მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების საგამოცდო ტესტის ნაწილი მაქსიმალური ქულა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (%) ზღვრული ქულა წაკითხულის გააზრება 21 30% 6,3 ანალიტიკური წერა 18 30% 5,4 ლოგიკური მსჯელობა 17 30% 5,1 რაოდენობრივი მსჯელობა 19 25% 4,75 6 მიხედვით, ან სსგ-ის შედეგებისა და მის მიერ დანიშნული გამოცდის/გამოცდების შედეგების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სასწავლებელი საჭიროდ მიიჩნევს ჩარიცხვის პროცესში სსგ-ის შედეგების გათვალისწინებას, სასწავლებელი სსგ-სა და გამოცდას სპეციალობაში ანიჭებს გარკვეულ კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლი უნდა იყოს. ამასთან, სსგ- სთვის მინიჭებული კოეფიციენტი უნდა იყოს არანაკლებ 35-სა და არაუმეტეს 65- ის ტოლი. სსგ-სთვის მინიჭებული კოეფიციენტი უნდა ნაწილდებოდეს ტესტის ოთხივე ნაწილზე (თითოეული ნაწილისათვის მისანიჭებელ კოეფიციენტს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მაგრამ ეს კოეფიციენტი თითოეული ნაწილისათვის არანაკლებ 5-ის ტოლი უნდა იყოს).
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის საკონკურსო ქულის დაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპის მიხედვით: სსგ-ის თითოეული ნაწილისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ნორმირებული ქულები (მიღებული შეფასება გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტებზე და ჯამდება.
როგორ მოვიპოვებთ სასწავლო გრანტრს და როგორ გამოვითვალოთ აბსოლუტური საგრანტო ქულა
როგორც გასულ პუბლიკაციაში ვწერდით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100%-იანი სასწავლო გრანტი გაიცემა. მისი მიღების უფლება კი აქვთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი.
გრანტი გაიცემა კანდიდატის მიერ სსგ-ზე მიღებული აბსოლუტური საგრანტო ქულის მიხედვით. აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოთვლის წესი კი ასეთია:
გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ ჯერ ტესტის თითოეული ნაწილისათვის ვპოულობთ კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ქულების ჯამს – საბოლოო ჯამურ ქულას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ რომელიმე ნაწილში მიღებული ქულების ჯამი უარყოფითია (რაც თეორიულად შესაძლებელია რომ მოხდეს), საბოლოო ჯამურ ქულად ტესტის ამ ნაწილში ჩაითვლება 0 ქულა.
ტესტის რამდენიმე ვარიანტის საჭიროების შემთხვევაში მოხდება ამ ვარიანტების გათანაბრება. ტესტის მოცემულ ნაწილში კანდიდატის მიერ მიღებული საბოლოო ჯამური ქულის მიხედვით დადგინდება მისი გათანაბრებული ქულა.
ამის შემდეგ, ტესტის თითოეული ნაწილისათვის დადგინდება კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ე. წ. ნორმირებული ქულა. ტესტის მოცემულ ნაწილში მიღებული ნორმირებული ქულა წარმოადგენს კანდიდატის მიერ ტესტის ამ ნაწილში მიღებული ჯამური (ან რამდენიმე ვარიანტის საჭიროების შემთხვევაში − გათანაბრებული) ქულის შეფარდებას ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალურ ქულასთან.
აბსოლუტური საგრანტო ქულის გამოსათვლელად ვკრებთ ტესტის ოთხივე ნაწილში მიღებულ ნორმირებულ ქულებს და მიღებულ ჯამს ვამრავლებთ 40698000-ზე (რიცხვი 40698000 წარმოადგენს ტესტის ოთხივე ნაწილის მაქსიმალურ ქულათა (21-ის, 18-ის, 17-ის, 19-ის) უმცირესი საერთო ჯერადისა და 1000-ის ნამრავლს). საბოლოოდ მივიღებთ არაუარყოფით მთელ რიცხვს, რომელიც ჩაითვლება კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მიღებულ აბსოლუტურ საგრანტო ქულად.
მაგალითი: თუ კანდიდატმა, რომელმაც წარმატებით გაიარა სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კონკურსი, წაკითხულის გააზრების ნაწილში მისი გათანაბრებული ქულაა 14,2, ანალიტიკური წერის ნაწილში – 5 (ზღვარი ვერ გადალახა), ლოგიკური მსჯელობის ნაწილში – 15, ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში – 17,8, მაშინ მისი აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება:
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ
- 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასულ აპლიკანტთა საყურადღებოდ – სად და როდის უნდა გააკეთოთ განაცხადი გრანტის მისაღებად by ARIS.GE-განათლება
- როგორ გავასაჩივროთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის შედეგი – ინსტრუქცია by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2024 by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე