2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები ცნობილია – სია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სია გამოაქვეყნა.
ოლიმპიადის გამარჯვებულია ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და რეიტინგულ სიაში გადანაწილდა პირველ ათ ადგილზე.
გამარჯვებულია ასევე ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს თანაბარი ქულა აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებულია თანაბარი ქულების მქონე მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. საჭიროების შემთხვევაში კი პირველი ტურის შედეგებიც.
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება