ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს – 2023-2024 სასწავლო წელი
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 68 საგამოცდო ცენტრში რვა იანვრიდან მიმდინარეობს და 12 იანვარს დასრულდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს, 10 იანვარს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოლიმპიადის პირველ ტურში 26 300-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, მეორე ტურში კი 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.
მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
ოლიმპიადის მიმდინარეობას დღეს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში პირადად გაეცნო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე.
ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის – X–XII კლასების შესაბამისად, ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
ასევე იხილეთ:
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის საბოლოო შედეგები და რეიტინგული სია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
by აბიტურიენტებისათვის
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე