GE

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება – მაქსიმალური ქულები და ტესტირების ხანგრძლივობა

2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 იანვარს დაიწყება და 12 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლე საგამოცდო ცენტრში ნახევარი საათით ადრე უნდა გამოცხადდეს.

სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებულია მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

უკვე ცნობილია 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და ტესტირების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია.

“რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოთ სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტი ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია”, – ვკითხულობთ, გამოცდების ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე  ტურის თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – 40
  • ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის – 30
  • უცხოური ენა – 40
  • მათემატიკა – 25
  • გეოგრაფია – 40
  • ისტორია – 30
  • ბიოლოგია – 25
  • ქიმია – 25
  • ფიზიკა – 25

თითოეულ საგანში ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – 3 საათი;
  • ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის – 3 საათი;
  • უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) – 1 საათი და 30 წუთი;
  • მათემატიკა – 4 საათი;
  • გეოგრაფია – 1 საათი და 30 წუთი;
  • ისტორია – 2 საათი;
  • ბიოლოგია – 1 საათი და 30 წუთი;
  • ქიმია – 4 საათი;
  • ფიზიკა – 4 საათი.

ასევე იხილეთ:

ოლიმპიადის მეორე ტურის ჩასატარებლად გამოყოფილი სკოლები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური