GE

ეროვნული თავდაცვის აკადემია საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – საბუთების მიღების ვადები

ეროვნული თავდაცვის აკადემია 2018 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე მიღებას აცხადებს. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით.

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

1. 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

  • ზოგადი უნარები
  • უცხო ენა
  • ქართული ენა
  • მათემატიკა (მენეჯმენტი და ინფორმატიკა)
  • ისტორია (თავდაცვა და უსაფრთხოება)

2. აბიტურიენტები, რომლებიც 2018 წლის 28 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში.

3. აბიტურიენტები, რომლებიც 2018 წლის 29 მაისიდან 19 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

4. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა) და 2018 წლის 30 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით გაგზავნილ იქნებიან სამხედრო ჰოსპიტალში აკადემიაში სასწავლებლად ვარგისიანობის დასადგენად.

5. საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური