GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საფრანგეთის ატაშემ ისაუბრა ფრანგი კადეტების მონაწილეობის გაგრძელებაზე გაცვლით პროგრამებში და ასევე აღნიშნა იუნკერების წარმატება სენ-სირის სამხედრო აკადემიაში.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური