GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019-2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის წესით მიღების ვადები და პირობები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით მიიღებიან:

  • სტუდენტები რომლებსაც 2019 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;
  • რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი;
  • რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:

– მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – 30 მისაღები ადგილი
– ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა – 30 მისაღები ადგილი
– თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა – 10 მისაღები ადგილი

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 19 35 96; 595 05 24 89.

კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2019 წლის 19 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით)

კანდიდატების შერჩევა განხორციელდება 4 კომპონენტის შესაბამისად:

  • სამედიცინო შემოწმება;
  • ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება (წოლბჯენიდან აზიდვა, მუცლის პრესი, რბენა 3200 მ.);
  • ფსიქოლოგიური შერჩევა;
  • გასაუბრება.
  • შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – “ლეიტენანტი”.

კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

იხილეთ სასწავლებელში წარსადგენი საბუთების ნუსხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური