GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მთელი სემესტრის განმავლობაში მეცადინეობებს ამერიკელი ინგლისური ენის პედაგოგი ჩაატარებს

დადავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ჯორჯიის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომის სემესტრში აკადემია პირველად მასპინძლობს ამერიკელ ინგლისური ენის პედაგოგს, დოქტორ დონა გესელს, რომელიც მთლიანი სემესტრის განმავლობაში ჩაატარებს ინტენსიურ მეცადინეობებს აკადემიის იუნკერებთან, ასევე იმუშავებს აკადემიურ პერსონალთან ერთად გამოცდილების გაზიარებისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ სემესტრული გაცვლითი პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამხედრო მოსამსახურეებს შორის ინგლისური ენის დონის გაზრდა წარმოადგენს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური