რამდენით გაეზრდება თბილისის ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომელს ხელფასი – მერის განცხადება
“თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე პირს საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურებას 125 ლარით გაუზრდის”, – ამის შესახებ დღეს, 15 იანვარს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც შესრულდა.
„საბავშვო ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომლისთვის საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, მოხდება თითოეულ საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების 125 ლარით გაზრდა.
ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს და ძალიან არასახარბიელო პირობებში და მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის
გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერს არ დაუკონკრეტებია თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2025 წლის თბილისის ბიუჯეტით დაგეგმილი ბაღის თანამშრომლების ხელფასების ზრდა საშუალოდ რა ანაზღაურებამდე გაზრდის ბაღის თანამშრომლების ხელფასს.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე