სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველთათვის სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები დადგენილია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანახმად, სტუდენტთა მობილობის ვადები ცნობილია.
EMIS-ის ცნობით, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა: 2025 წლის 29 იანვრის 12:00 საათიდან – 7 თებერვლის 18:00 საათამდე.
სტუდენტების საყურადღებოდ: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის პორტალზე ასახვა განხორციელდება 29 იანვარს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანახმად, მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 თებერვალს.
“პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 29 იანვრის 12:00 საათიდან – 7 თებერვლის 18:00 საათამდე. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ლინკზე. ხშირად დასმული შეკითხვები იხილეთ ლინკზე.
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
-
თეთრი პერანგების დღე 2026 – „ბოლო ზარი“, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება
by ARIS.GE-განათლება
-
„სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“ – პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო
by ARIS.GE-განათლება