სტრუქტურული ანალიზის გზამკვლევი – საბაუნიში ახალი აკადემიური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება
24 იანვარს, 20:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება საბაუნის გამომცემლობის ახალი წიგნის – “სტრუქტურული ანალიზის საფუძვლები” – პრეზენტაცია.
წიგნში განხილულია ფუნდამენტური საკითხები: როგორ ვიაზროვნოთ სტრუქტურულად, რა გავლენას ახდენს კოგნიტური თავისებურებები ანალიტიკურ აზროვნებაზე და როგორ ავირიდოთ თავიდან ანალიტიკოსების ტიპური შეცდომები. სახელმძღვანელო აერთიანებს იმ საბაზისო პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებიც აუცილებელია სოციალური სამყაროს სხვადასხვა სფეროს ანალიზისთვის.
“სტრუქტურული ანალიზის საფუძვლები” დამხმარე სახელმძღვანელოა სტუდენტებისთვის, რომლებიც სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით სწავლობენ.
წიგნის ავტორია გურამ ანანეიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის და მიზნად ისახავს პროფესიული დისკუსიის წახალისებას თანამედროვე ანალიზის მეთოდოლოგიაზე.
მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (კ. ქუთათელაძის 3)
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი