GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე, აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აკადემიის ყველა სასწავლო მიმართულებაზე სწავლა ხორციელდება სასწავლო აუდიტორიებში და ხაზი გაუსვა დადგენილი რეგულაციების დაცვის მნიშვნელობას.

აკადემიის რექტორმა პირადი შემადგენლობა უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა და წარმატება უსურვა.

ღონისძიების ბოლოს წარჩინებულმა იუნკერებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური