ალტე უნივერსიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის SIAS უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
IAUP-ის კონფერენციაზე ალტე უნივერსიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის SIAS უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებას.
- სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას
- სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას
- ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და პუბლიკაციების განხორციელებას
- ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და საზაფხულო/ზამთრის სკოლების ჩატარებას
- მოკლევადიანი პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებისა და ფაკულტეტის წევრებისთვის საზღვარგარეთ სწავლას
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტერკულტურული კომპეტენციის განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.