„მეღვინე-ტექნიკოსი“ – პროფესიული პროგრამის პრეზენტაცია CIU-ში
31 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში გაიმართა პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული გადამზადების პროგრამის – „მეღვინე-ტექნიკოსი“ – სასწავლო პროცესის გახსნის ღონისძიება.
CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი (დირექტორი – თეა ოსეფაშვილი) უნივერსიტეტში 2023 წლის იანვარში შეიქმნა, განათლების სისტემის მომავალი განვითარების პერსპექტივისა და პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრაციის მიზნით. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯია სამი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება სამი წლის ვადით: მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის „პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს“ გადაწყვეტილებით, რაც ასევე, სახელმწიფოს მიერ აღირებული სერტიფიკატის გაცემის უფლებასაც მოიცავს.
17 ოქტომბრიდან „მეღვინე-ტექნიკოსის“ პროგრამის განხორციელება დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მეღვინე-ტექნიკოსი“ ჩარიცხულია 10 მსმენელი. პროგრამის ხანგრძლივობა 10 კვირაა. მისი განხორციელება დაგეგმილია, როგორც უნვერსიტეტის თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, ასევე, ოკამის საწარმოში, კასპის რაინის სოფ. აღაიანში.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის პირველი პროფესიული მსმენელები, პროგრამის განმახორციელებლები – მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის და საწარმოს წამომადგენლები, ცენტრის დირექტორი და მოწვეული სტუმრები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან.
უახლოეს პერიოდში იგეგმება მსურველთა მიღების გამოცხადება პროფესიული მომზადების კიდევ ორ პროგრამაზე (ასევე დაფინანსებულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ):
„გერიატრიული ასისტენტი“ (15 მსმენელი, პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირა);
„მევენახეობის სპეციალისტი“ (10 მსმენელი, პროგრამის ხანგრძლივობა 6 კვირა).
- CIU-ში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ში დიაბეტის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მესამე ავტორიზაცია მოიპოვა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი