GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციები ჩატარდება

2021 წლის 29 ივნისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები ჩატარდება.

აკადემიის ინფორმაციით, კონფერენციები ჩატარდება ბაკალავრიატის მიმართულებების მიხედვით:

მენეჯმენტის მიმართულება – ,,მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე გამოწვევები”

ინფორმატიკის მიმართულება – ,,ადამიანები და ჭკვიანი პროგრამები – ხელოვნური ინტელექტი”

თავდაცვა და უსაფრთხოების მიმართულება – ,,თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია, 2021 წლის უსაფრთხოების გამოწვევები”

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 11 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური