GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირველი კურსის იუნკერთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ იუნკერებმა, წვევამდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. კურსდამთავრებულებს ფიცის მიღების მნიშვნელოვანი დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცა.

საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსი, რომელიც პირველი კურსის იუნკერებმა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის წვევამდელებმა წარმატებით გაიარეს, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების პერიოდში კურსდამთავრებულებმა საერთო საჯარისო ტაქტიკა, საერთო საჯარისო წესდებები, სამწყობრო მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა სამხედრო დისციპლინები შეისწავლეს.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური