ალტე უნივერსიტეტში აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით ჩატარებული დებატების სამდღიანი კურსი დასრულდა
ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით ჩატარებული დებატების სამდღიანი კურსი დასრულდა.
პირველი ადგილი 138-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე ბაქაქურმა, დაიმსახურა და ვაუჩერთან ერთად ბანაკის “ საგზურითაც” დასაჩუქრდა.
გიორგი ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები დაეუფლნენ დებატების ხელოვნების საფუძვლებს. შეისწავლეს არგუმენტირებული კამათის სხვადასხვა ფორმატის თეორიული საფუძვლები და მათი პროფესიონალურად წარმართვის პრინციპები.
მონაწილეებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც მიეცათ და კურსის ფარგლებში, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე გამართეს დებატები.
კურსის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკაცტი, ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს კი, სასაჩქრე ვაუჩერები.
-
ალტე უნივერსიტეტსა და Ibmec Educacional-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ლოკალური ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს Santosh University-ის დელეგაცია ესტუმრა
by ალტე უნივერსიტეტი