ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამომავალი პერიოდული გამოცემების სრული ელექტრონული არქივი შეიძინა
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამომავალი პერიოდული გამოცემების “რესპუბლიკა აფხაზიას” და “იუჟნაია ოსეტიას” სრული ელექტრონული არქივი შეიძინა.
ბიბლიოთეკის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამომავალი გაზეთები უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევართათვის, პოლიტოლოგებისთვის, კონფლიქტოლოგებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის.
ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს ამ არქივთან წვდომა 2015 წლის ბოლომდე მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობიდან ექნებათ.
-
სკოლის მოსწავლეებისთვის ლიტერატურული ესეების კონკურსი გამოცხადდა
by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
-
უნგრეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
-
15 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტიქიით დაზარებულ მოზარდებთან შეხვედრა გაიმართება
by საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა