ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლის მოხსნის თაობაზე NAEC განმარტებას აკეთებს, თუმცა რაოდენობას არ ასახელებს
2023 წლის ზაფხულის გამოცდების მიმდინარეობისას, საქართველოს რეგიონებში გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრიდან ერთ-ერთში დამკვირვებლის საგამოცდო პროცესიდან მოხსნის ფაქტი დაფიქსირდა.
EDU.ARIS.GE-ს მიერ მიღებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე დამკვირვებელსა და აჭარის რეგიონში გახსნილ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრზე.
ფაქტის დადასტურება და მიზეზი ჩვენ დღეს, 10 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ვთხოვეთ, სადაც ფაქტი არ უარყვეს, თუმცა დეტალური ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს:
“როგორც აბიტურიენტების, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართული ყველა სხვა პირის შემთხვევაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მკაცრად იცავს პერსონალურ მონაცემებსა და კონფიდენციალურობას, რის გამოც არასდროს ვასახელებთ არც კონკრეტულ საგამოცდო ცენტრს და არც უშუალოდ გათავისუფლების მიზეზს. როგორც წესი, საგამოცდო პროცესიდან დასაქმებული პირი იხსნება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო. მსგავსი შემთხვევები არ რჩება რეაგირების გარეშე. წელსაც იყო ასეთი ერთეული შემთხვევა”, – განუმარტეს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება