ეს მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეთ ჩარიცხვების მიღმა – NAEC-ის ხელმძღვანელი 2025 წლის აბიტურიენტებს აფრთხილებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 ივლისში დაიწყება და ივლისშივე დასრულდება.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა 14 მაისს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ნინო წერეთელი აცხადებს, რომ ყოველ წელს არის ასეულობით აბიტურიენტი, რომლებიც კარგ ქულებს იღებენ, მაგრამ ჩარიცხვების მიღმა რჩებიან, რადგან რეგისტრაციის დროს არ იყენებენ იმ შესაძლებლობას, რაც აქვთ – რაოდენობის განუსაზღვრელად საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა.
“არჩევანი აბიტურიენტებისთვის შეუზღუდავია და ყოველთვის ამას ვეუბნებით პირველი – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სხვათა შორის, შარშან და არამხოლოდ შარშან, დაახლოებით 500-მდე ადამიანი ჩარიცხვების მიღმა დარჩა ერთადერთი მიზეზით…
“მათ არამარტო გადალახეს ზღვარი, არამედ საკმაოდ კარგი ქულები მიიღეს, მაგრამ იმის გამო, რომ მხოლოდ სამი არჩევანი ჰქონდათ [დაფიქსირებული] და კონკურსს არ მიაქციეს ყურადღება, აი, ამიტომ დარჩნენ ჩარიცხვის მიღმა, რაც ჩვენთვისაც გულდასაწყვეტია. უბრალოდ, რომ დაემატებინათ რამდენიმე პროგრამა, ისინი დღეს სტუდენტები იქნებოდნენ. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანია და თან, ეს არჩევანიც [საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, დამატება, წაშლა] აგვისტოს შუა რიცხვებამდე შეუძლიათ დაამატონ. ასე რომ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა”, – განაცხადა ნინო წერეთელმა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე