GE

„ეს ორი დასკვნა არის ძალიან სოლიდური არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენც დავიწყოთ ვაქცინაცია მოზარდებში“

თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის დასამარცხებლად მოზარდების ვაქცინაცია მსოფლიოში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება – მას შემდეგ, რაც შესაბამისი დასკვნები იქნება გამოქვეყნებული.

„ფაიზერი ელოდება FDA (აშშ საკვების და წამლის სააგენტო) დასკვნას და ეს დასკვნა კანადის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ორიოდე დღის წინ იყო მიღებული და შესაბამისად, კანადამ გამოაცხადა, რომ ის იწყებს ფაიზერით ვაქცინაციას 12-დან 15-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში. ამ კვირის განმავლობაში უნდა იყოს FDA -ს დასკვნაც, რომელიც ასევე იქნება განმსაზღვრელი, ვინაიდან ეს დასკვნა ეფუძნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ კვლევას, 12-დან 15-წლამდე 2 200 მოზარდზე. ფაიზერის ვაქცინამ ამ ჯგუფზე აჩვენა 100%-იანი ეფექტურობა.

„უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას მოზარდებში, ამას გვიჩვენებს დრო, მაგრამ FDA და კანადის მარეგულირებლის დასკვნა არის ძალიან სოლიდური არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენც დავიწყოთ ვაქცინაცია. ალბათ ეს არ იქნება ამ წლის განმავლობაში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, უფრო მეტი პრობლემა გვაქვს მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. ამერიკის შეერთებული შტატებიც გეგმავს, რა თქმა უნდა ვაქცინაცია ამ ასაკობრივშიც დაიწყება, მაგრამ უფრო მეტი სხვა ასაკობრივი ჯგუფიც იქნება ჩართული. სექტემბრიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ამ ქვეყანაში 6 თვის ზემოთ ბავშვები იყოს განხილული, როცა შესაძლებელია გაკეთდეს კორონავირუსის ვაქცინა ისე, როგორც ეს არის გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი2-ის ეთერში

მისივე თქმით, საქართველოში პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინაციაც არ იყო პოპულარული, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და 65-70% ეფექტურობა აქვს აღნიშნულ ვაქცინას. რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინებს, პედიატრის თქმით, ყველა ვაქცინას, რაც საქართველოშია, 70% -ზე მაღალი ეფექტურობა გააჩნია.

„ბავშვების აცრის გარეშე კაცობრიობა პანდემიას საბოლოოდ ვერ დაამარცხებს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური